Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის გიორგი გაგუას წარმატებული მოხსენება საერთაშორსიო კონგრესზე

ა.წ. 19-22 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის XI სემესტრის სტუდენტი, ინტერნაციონალიზაციის ბორდის წევრი, გიორგი გაგუა, მონაწილეობდა ევროპის ნევროლოგთა აკადემიის მიერ ორგანიზებულ მე-7 კონგრესზე. აღნიშნულ კონგრესზე გაიგზავნა აბსტრაქტი, რომელიც დაიბეჭდა ევროპის ნევროლოგთა აკადემიის ჟურნალში, რომელიც მაღალი იმპაქტ ფაქტორის მაჩვენებლით გამოირჩევა - 6.089 (ჟურნალის ლინკი).

 

აბსტრაქტი ეხებოდა:“ფლავონოიდების გავლენას სტრესირებული ვირთაგვების მოკლევადიან მეხსიერებაზე“ (იხ. ლინკი). წარმატებული მოხსენების შემდეგ, გამოითქვა რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინდება შემდგომ ექსპერიმენტებში.